25 ივნ

Choosing the Right Assessment for Your Learner with Autism (Day1)

აღწერა:

შეფასების მრავალსახეობა არსებობს რომელიც გვეხმარება აღმოვაჩინოთ დეფიციტური უნარები აუტიზმის დროს და განვავითაროთ სხვადასხვა დარღვევების მქონე ბავშვებში. ბევრი პრაქტიკოსი გადის ტრენინგს მხოლოდ კონკრეტული შეფასების გამოყენებისთვის და არა შეფასების მეთოდის მიზანშეწონილობისთვის თითოეულ ბავშვთან. ეს პრეზენტაცია განიხილავს რომელი შეფასების მეთოდი გამოვიყენოთ რომ შეიქმნას ყველაზე ეფექტური პროგრამები თითოეული ბავშვისთვის. ვიდეოებში ნაჩვენებია თუ როგორ ხდება დაკვირვება და უნარების შეფასება.

სასწავლო მიზნები:

სამი სხვადასხვა შეფასების მეთოდების აღწერა რომელიც გამოიყენება აუტიზმის მქონე ბავშვებთან.
. ტერმინი ,,მნიშვნელოვანი“ სწორი Core შეფასების მეთოდის განმარტება და მისი სწორად გამოყენება ინტერვენციის განსახორციელებლად.
. როგორ გამოვიყენოდ სულ მცირე ერთი შეფასების მეთოდი რომ აღმოვაჩინოთ და მივმართოთ სწავლის ბარიერებს.
. ოთხ სხვადასხვა ბავშვთან გამოყენებული ტიპიური შეფასების მეთოდებისა და პროგრამების განხილვა.
. შეფასების ჩატარება ცნობილი მეთოდების გამოყენების გარეშე.
. Early Start Denver Mode-ის აღწერა.
. განმარტება თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცეს სოციალურ განვითარებას 3 წლამდე ბავშვებში.
. მნიშვნელოვანი რესურსების მოპოვება და განხილვა ადრეული ასაკის ბავშვთან სამუშაოდ, ასევე როგორ უქყობს ეს რესურსები ხელს ქცევის ანალიტიკური ინტერვენციის განხორციელებას.

26 ივნ

How to assess an address challenging behavior (day2)

პრეზენტაცია ფოკუსირებულია განიხილოს არა მარტო ტიპიური ქცევის ფუნქციები და მათი შეფასება არამედ მიაწოდოს დამსწრეებს უფრო ღრმა ყოვლისმომცემი ინფორმაცია თუ როგორ ვმართოთ არასასურვეი ქცევები. დოქტორი მილერი განიხილავს თუ როგორ უნდა ჩატარდეს ფუნქციური შეფასება და ანალიზი, აგრეთვე განიხილავს კვლევას რომელიც მხარს უჭერს სიახლეებს ფუნქციური ანალიზის ჩატარებაში, როგორიც არის - ინფორმაციულ ინტერვიუზე (გამოკითხვაზე) დამოკიდებული სინთეზირებული ანალიზი. დოქტორი მილერი აგრეთვე ისაუბრებს ეთიკაზე, რომელიც უნდა გავითვალსწინოთ არასასურველი ქცევების იძულებით ჩაქრობის დროს და როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ უფრო მისაღები მეთოდები არასასურველი ქცევების დროს და შევინარჩუნოთ ანალიზის შედეგები როდესაც სქმნით არასასურველი ქცევის ჩარევის პროგრამას. ვიდეო მაგალითების გაზიარებით.

დამსწრეებს შეეძლებათ:

დაახასიათონ ფუნქციური შეფასების მთავარი მიზანი
. აღმოაჩინონ სულ მცირე ერთი სარგებელი ახალი ფუნქციური ანალიზის მეთოდის გამოყენებისას.
. ახსნან ეთიკურად რა უნდა გაითვალისწინონ როდესაც არასასურველი ქცევის იძულებით ჩაქრობის მეთოდს მიმართავენ.
. ახსნან სულ მცირე ერთი მეთოდი სტერეოტიპული ქცევის ჩასაქრობად.
. დაახასიათონ თუ როგორ შევინარჩუნოთ ანალიზის შედეგები არასასურველი ქცევის ჩარევის პროგრამის შექმნის დროს.
. აღწერონ მინიმუმ ერთი ზოგადი გაიდლაინი რომელიც უნდა დაიცვან რთული, არასასურველი ქცევის მართვის დროს.

TOP